png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში

  • საზოგადოება
  • 10.01.2018
  • 18:35
ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში" გაიხსნა.

2017 წლის ბოლოს საერთაშორისო რეესტრში უკვე მესამედ შეიტანეს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ნომინაცია, ამჯერად - სახარება-პალიმფსესტი IX-X, XII-XIII, XIV სს. 

ექსპოზიციაზე სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა. მათ შორისაა:

2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV სს.

ხელნაწერის ფურცლების დიდი ნაწილი პალიმფსესტურია. შიგადაშიგ ორმაგი პალიმფსესტებიც გვხვდება, რომლებშიც ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება: უძველესი ფენა ასომთავრულია, ამ ეტაპზე იგი IX-X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს; XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული შუა ფენა ნუსხურია;ზედა, მესამე ფენაც ნუსხურადაა ნაწერი და შეიძლება უხეშად XIV საუკუნით დათარიღდეს.

ზედა, ქრონოლოგიურად ბოლო ფენის გადამწერი და შიგადაშიგ გამცხოველებელი არის ვინმე გიორგი, ხოლო მომგებელი - ბერი ესტატე.

ხელნაწერში მრავლად გხვდება ანდერძ-მინაწერები (XIII-XVIII სს.), რომლებიც შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი:

  • ანბანდიდი სახარება (IX ს.);
  • ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.);
  • ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.);
  • ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.);
  • ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი);
  • შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი);
  • შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი);
  • მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა".

ატლასი ჩასმულია მწვანე ფერის მოზაიკურ მუყაოს ყდაში, შედგება 19 რუკისა და ბაგრატიონთა 2 გენეალოგიური სქემისგან. ავტოგრაფი ეროვნულ არქივში 1925 წელს სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან შემოვიდა. 1745 წლის ხელნაწერი ატლასი სრულად არის შემონახული.

ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ჩართული იყო რუკები, ქრონიკები, კინკლოსი და საძიებელი. სავარაუდოდ, აზიის მუზეუმში მოხვედრისას ხელნაწერი დაიშალა და ატლასი ცალკე აიკინძა. დღეისათვის ეროვნულ არქივში ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ორი ხელნაწერის სახითაა დაცული.

ნაშრომით ვახუშტი ბატონიშვილმა დაგვიტოვა საქართველოს პირველი სრული და საფუძვლიანი გეოგრაფიული აღწერა.

ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

გამოფენა 10 თებერვლამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge