ავსტრალიელი მოდელი სერენა უილიამსის პაროდიისთვის სამსახურიდან დაითხოვეს
- მსოფლიო
- 29.12.2017
- 17:50
ავსტრალიელი მოდელი სოფი ეპლჰარტი სამსახურიდან დაითხოვეს, ამის შესახებ ტელეკომპანია SBS იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფიმ და მისმა ორმა მეგობარმა გოგონამ ერთ-ერთ წვეულებაზე ფერადკანიანი სპორტსმენები, დები უილიამსები და კობი ბრაიანტი განასახიერეს, რისთვისაც სახე შავად შეიღებეს.
პაროდიული ფოტოები გოგონებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს, რამაც ინტერნეტმომხმარებელი აღაშფოთა. მათ გოგონებს რასიზმში დასდეს ბრალი.