ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 მუშა დაშავდა
- საზოგადოება
- 29.12.2017
- 15:25
თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 მუშა დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ობიექტიდან სამშენებლო მასალა ფიცარი ჩამოვარდა და იქ მყოფ 2 ადამიანს დაეცა. ფიცრის დაცემის შედეგად, მათ სხეულის დაზიანება მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200