თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს
- მსოფლიო
- 27.12.2017
- 15:30
თურქეთი რუსეთისგან 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს. საუბარია C-400 კომპლექსებზე.
მოსკოვმა და ანკარამ შეთანხმება უკვე გააფორმეს.
როგორც „როსტეხის“ ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი აცხადებს, საერთო თანხის 45 პროცენტს რუსეთი წინსწრებით მიიღებს.
პირველ სარაკეტო კომპლექსებს რუსეთი თურქეთი 2020 წელს გადასცემს.