ვატიკანში პაპმა საშობაო მესა აღავლინა
- მსოფლიო
- 25.12.2017
- 11:23
ვატიკანში სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა. მან მრევლს იმ ადამიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონფლიქტების გამო იტანჯებიან.
დღესვე რომის პაპი მომრწმუნე ქრისტიანებს საკუთარი რეზიდენციის აივნიდან მიმართავს.