png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სერიული მკველელის ჩარლზ მენსონის ცხედრის მიღება ხუთ ადამიანს სურს

  • მსოფლიო
  • 22.12.2017
  • 16:43
სერიული მკველელის ჩარლზ მენსონის ცხედრის მიღება ხუთ ადამიანს სურს

ხუთ ადამიანს ნოემბერში გარდაცვლილი სერიული მკველელის ჩარლზ მენსონის ცხედრის მიღება სურს.

მენსონი, რომელიც რამდენიმე მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, სამუდამო სასჯელს იხდიდა. ის კერნის ოლქის საავადმყოფოში 83 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

Los Angeles Times-ის ცნობით, ამ დროისათვის მკველელის ცხედრის მიღებაზეფლორიდის, ვისკონსინის, ილიონისისა და კალიფორნიის მცხოვრებლები აცახდებენ პრეტენიზიას. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა, მეორემ კი თქვა, რომ მესონის შვილიშვილია.

მანამდე ცნობილი იყო, რომ მენსონს ნათესავები არ ჰყავდა, შტატის კანონის თანახმად, ცხედრის ბედს დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

მენსონმა 1960-იან წლებში კალიფორნიაში ჩამოაყალიბა სექტა. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.

1969 წელს მენსონმა თავის სექტის  წევრებთან ერთად, რომელსაც „ოჯახს“ უწოდებდა, ლოს-ანჯელესში რეჟისორ რომან პოლანსკის 8 თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი და მისი ოთხი მეგობარი სასტიკად მოკლა.

“ოჯახი“ ღია იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სწამდა, რომ სიცოცხლე ტანჯვა იყო, სიკვდილი კი შვების მომტანი თავისუფლება. 28 – წევრიან ოჯახში, სუზან ატკინსი, ლინდა კასაბიანი, პატრიცია კრინვინკელი და ჩარლზ ვატსონი გამოირჩეოდნენ. სწორედ მათ უკავშირდებოდა ის მკვლელობები, რომლებიც ამერიკის თანამედროვე ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

1969 წლის 8 აგვისტოს, ჩარლზ მენსონმა ისინი ცნობილი მუსიკოსის ტერი მელჩერის ნაქირავებ სახლში გააგზავნა (ეს იყო ადამიანი, რომელსაც მენსონი უშედეგოდ სთხოვდა მისი მუსიკალური კარიერისთვის ხელის შეწყობას).
დავალება ასეთი იყო: „გაანადგურეთ ყველა და ყველაფერი, რასაც იქ ნახავთ და რაც შეიძლება სასტიკად“.

ტერი მელჩერი იქ აღარ ცხოვრობდა, სახლს ახალი ბინადრები ჰყავდა: ცნობილი რეჟისორი რომან პოლანსკი და მისი 8 თვის ორსული მეუღლე შერონ ტეიტი, მაგრამ მენსონმა და მისმა ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მკვლელობის შემდეგ, ტელევიზიით შეიტყო. 8 აგვისტოს ღამეს მათი მსხვერპლი აღმოჩნდა ყველა, ვინც კი ლოს – ანჯელესში, ციელო დრაივზე, N 10050 ბინაში იმყოფებოდა: ორსული შერონ ტეიტი, ცნობილი სტილისტი ჯეი სებრინგი, რომან პოლანსკის საუკეთესო მეგობარი ვოჯჩიც ფრიკოვსკი და მისი მეგობარი ქალი აბიგაილ ფოლგერი. მენსონის მიერ ორგანიზებულ მკვლელობას ჩარლზ ტექს ვატსონი ხელმძღვანელობდა. სახლში შესვლამდე, მან ტელეფონის ხაზები გადაჭრა და სიგნალიზაცია ჩაახშო. გოგონები ფანჯრიდან შეიპარნენ. ჯერ ვოჯჩიცი დაინახეს. მას მისაღებ ოთახში ეძინა, აბიგაილიც იქვე – ბუხართან წიგნს კითხულობდა. შერონი და ჯეი საძინებელში საუბრობდნენ. მკვლელებმა ისინი თეთრი, დაგრეხილი ბაწრით გადააბეს. ჯეი შერონს გამოესარჩლა, ორსულად არის, ის მაინც დაინდეთო, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე განარისხა ვატსონი, რომ მაშინვე 22 – კალიბრიანი რევოლვერით, შუბლში ორი გასროლით სიცოცხლე მოუსწრაფა. ვიჯჩიცს ჯერ ხელები შეუკრეს და ისე აწამეს. ის მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა. აბიგაილი ოთახიდან გაიქცა, თუმცა პატრიციამ მაინც მოახერხა ეზოში მისი დაჭერა. ვატსონი ჯერ დანით გაუსწორდა, შემდეგ კი იარაღი ესროლა. ორსულმა შერონმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მენსონების წინაშე ისიც უძლური აღმოჩნდა. ვატსონმა მას 16- ჯერ დაარტყა.

მენსონი ასევე დამნაშავედ ცნეს ორ სხვა მკვლელობაშიც. მას და მის სამ თანამზრახველს სიკდილი მიუსაჯეს, მაგრამ ვიდრე განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ, კალიფორნიაში 1972 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ვერდიქტი დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge