ფიტნეს-ცენტრში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 21.12.2017
- 16:20
სამხრეთ კორეაში ფიტნეს-ცენტრის საუნაში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჩეჩხონში მოხდა.
მედიის ცნობით, ცეცხლისა და კვამლისგან კიდევ 24 ადამიანი დაშავდა.
ხანძარი რვასართულიანი შენობის ავტოფარეხში გაჩნდა. ჩეჩხონი სეულიდან 170 კმ-ში მდებარეობს.
ხანძრის შედეგად დაღუპულები საუნის მომხმარებლები არიან, რომელიც შენობის მეორე სართულზე, ავტოფარეხის თავზე მდებარეობს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 20 სახანძრო მანქანა და 50 მეხანძრე მონაწილეობდა.