„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის სტამბოლში 45 უცხოელი დააკავეს
- მსოფლიო
- 21.12.2017
- 12:15
სტამბოლის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის უცხოეთის 45 მოქალაქე დააკავა.
მედიის ცნობით, სპეცოპერაცია სტამბოლის შვიდ რაიონში ჩატარდა.
დაკავებულები სავარაუდოდ ტერორისტების მხარეს სირიასა და ერაყში იბრძოდნენ. ოპერაციის დროს ამოღებულია ციფრული მასალები, რომლებიც ადასტურებენ დაკავებულების კავშირს ტერორისტულ საქმიანობასთან.
სირიასა და ერაყში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან თურქმა სამართალდამცველებმა 5 ათასზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.