სერბეთი ნატოს წევრობას არ გეგმავს
- მსოფლიო
- 20.12.2017
- 14:05
სერბეთს არ აქვს გეგმები ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
„არა“ - უპასუხა მან შესაბამის შეკითხვას.
მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი ნეიტრალური სახელმწიფოა და არ ისწრაფვის რომელიმე სამხედრო კავშირში გაერთიანებისკენ, მათ შორის ნატოშიც.