ციკლონ „ოკჰის“ მსხვერპლთა რაოდენობა 88-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 18.12.2017
- 16:51
სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სანაპიროებთან ტროპიკული ციკლონის შედეგად.
ციკლონი“ოკჰი“ ინდოეთის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთით დეკემბრის პირველი რიცხვებიდან მვინვარებდა.
ამ ხნის განმავლობაში ასობით მეთევზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
დაკარგულების ზუსტი რაოდენობა მხოლოდ სტიქიის დამშვიდების შემდეგ გახდა ცნობილი.
სანაპირო დაცვისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთობლივი მუშაობის შედეგად 2500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დანარჩენების ბედი კვლავ გაურკვველია.