png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 15.12.2017
  • 16:56
ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს - კახა კალაძე

"არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქის შექმნაში მიიღოთ მონაწილეობა?! კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით. ძირეული ცვლილებების ფონზე უნდა მიეცეს დასაბამი დედაქალაქში პრობლემების დაძლევას. ეს ქალაქი აუცილებლად იქნება შესაძლებლობებით, ენერგიით, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ქალაქი",- მიმართა ოპონენტებს დედაქალაქის მერმა,  კახა კალაძემ.

 როგორც კალაძემ აღნიშნა, ის აპირებს „რევოლუციური გარდასახვები“ შეიტანოს ქალაქის განვითარებაში. 

„ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობი, პარკინგი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები, უსახური შენობები და ქალაქში არსებული სხვა პრობლემების ფონზე მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, ვიყო თბილისის მერი. ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არის არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესებზე, არამედ თბილისელების სურვილზე მორგებული. ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის მიმართვის შემდეგ,  2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დაიწყო.

მომავალი წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 60 მილიონით აღემატება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge