png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როდესაც პრემიერი ამბობს, რომ გადადგება, თუ ბრალდებები დადასტურდა, ეს არის წნეხი - "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი

  • საზოგადოება
  • 14.12.2017
  • 16:16
 როდესაც პრემიერი ამბობს, რომ გადადგება, თუ ბრალდებები დადასტურდა, ეს არის წნეხი - "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი

მომღრალ გია გაჩეჩილაძის სიძემ, "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორმა, მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტები მიიტანა, რომლებიც მისი თქმით, სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელია.

კომპანიის მტკიცებით, კარტელურ გარიგებას ტარიელ ხეჩიკაშვილი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.

„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომლმაც ეს უნდა გამოიძიოს. ჩვენ მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა და ვცდილობთ, რომ ეს პროცესი დავადასტუროთ,“- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, „სიტროენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მისი დისკვალიფიკაცია ტენდერებიდან ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, რომ ყველა ტენდერს ჩამოშორებულიყო შეთავაზებული დაბალი ფასის გამო იმ კომპანიებთან შედარებით, რომელსაც, შარაშიძის განცხადებით, სპორტის მინისტრი მფარველობს. 

„შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, რატომ და როგორ მოვხვდით შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი. 57 ტენდერში 127-დან უკონკურენციოდ ჩატარებული ტენდერები, მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის“- აღნიშნა შარაშიძემ.

„სიტროენ ჯორჯიას“ ორი საჩივარი აქვს წარდგენილი, ერთი კონკურენციის სააგენტოში, მეორე კი მიმდინარე დავა თბილისის საქალაქო სასამრთლოში ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge