კანადაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 14.12.2017
- 10:17
კანადაში სასკაჩევანის პროვინციის ფონდ-დიუ-ლაქის დასახლებულ პუნქტთან სამგზავრო თვითმფრინავი ATR-42 ჩამოვარდა.
ინციდენტი ფონდ-დიუ-ლაქის აეროპორტიდან აფრენისთანავე მოხდა. ავიაკომპნაია West Wind Aviation-ის თვითმფრინავის ბორტზე 22 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.