მძარცველებმა მაღაზიიდან 184 ათასი დოლარის ღირებულების 15 ჩანთა მოიპარეს
- მსოფლიო
- 04.12.2017
- 11:00
სამმა უცნობმა პირმა ჰონკონგის ცენტრში მდებარე მაღაზიიდან 14 ბრენდ Hermes-ისა და ერთი Yves Saint Laurent-ის ჩანთა მოიპარა. მათი საერთო ღირებულება 184 ათას დოლარს შეადგენდა.
პოლიციის ცნობით, მძარცველებმა გვიან ღამით ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინა. სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამტვრეული ვიტრინა გაძარცვიდან ერთი საათის შემდეგ აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს.
დამნაშავეები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა მათი ვინაობის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა, მძარცველებს სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.