png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას გარკვეულწილად, ამის თანამონაწილეა - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2017
  • 16:15
 თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას გარკვეულწილად, ამის თანამონაწილეა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს. პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ცენტრს საქმიანობის პროცესში ექმნება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნების ფონდს შეუქმნის და სამომავლოდ, ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე მის დახმარებას გააგრძელებს.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი გაესაუბრნენ ბენეფიციარებს და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ეროვნული ქსელი 2003 წლიდან მუშაობს და საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვეკომიტეტს აერთიანებს. ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელს ნატო შავლაყაძეს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილის, სასარგებლო და წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ქალბატონი ნატასავით თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს.

,,ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ საქართველოში ქალებზე ძალადობა ფაქტია, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ვერანაირი თავის მოტყუება, თითქოს ეს არ ხდება ჩვენს გვერდით, ვერარანაირი განცხადებები ამას არ გადაფარავს.

ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და თითოეული მოქალაქე, რომელიც ამას წყნარად უყურებს, რომელიც არ რეაგირებს, რომელსაც თავისი წვლილი, თუნდაც თანაგრძნობის სახით არ შეაქვს, ამ ველურობის დათრგუნვაში, გარკვეულწილად, თანამონაწილეები ვართ იმ ტრაგიკული ისტორიების, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაკეთებდით აქცენტს და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაძლიერებთ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ცენტრი საკუთარ ბენეფიციარებს, სხვადასხვა ტრენინგების ფარგლებში, ახალი პროფესიის შესწავლაში ეხმარება, რომელიც შემდგომში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.

ცენტრში ამჟამად მიმდინარეობს ,,ქათერინგის“ კურსი, რომელსაც ცნობილი მზარეული მანუელი ხელმძღვანელობს და ბენეფიციარებს კულინარიას და მზარეულობას ასწავლის.

ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge