სტამბოლის აეროპორტში, ორ თვითმფრინავში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ
- მსოფლიო
- 22.11.2017
- 18:41
თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ბომბს ეძებენ.
ამ წუთებში, აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში ინფორმაცია მიიღეს, რომ უკრაინის ავიახაზების ორ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული.