შეიარაღებულ თავდასხმას 30 ქალი და ბავშვი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 22.11.2017
- 10:45
სულ მცირე 30 ქალი და ბავშვი დაიღუპა ნიგერიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ადამავას შტატში მოხდა. სავარაუდოდ შეიარაღებული პირები მიეკუთვნებოდნენ ეთნიკურ ბაჩამას დაჯგუფებას.
ნიგერიაში მოქმედებს ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“. მისი მებრძოლები გამოდიან განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ და ქვეყანაში შარიათის შემოღებას ითხოვენ.