png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 6-დან 5 საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

  • პოლიტიკა
  • 13.11.2017
  • 11:15
 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 6-დან 5 საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის წინასწარი მონაცემებით, 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა. 

ამ დროისთვის დათვლილია ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არსებული 317-ვე უბნის შედეგები.

ცესკო-ს სპიკერის,  ანა მიქელაძის განცხადებით,  ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87,55%-ით გაიმარჯვა, თუმცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელის გვარიც, მეორე  ტურში მონაწილეობაზე უარის მიუხედავად  ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იყო დატანილი, ხმათა 12,45% მიიღო. 

ხაშურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა31,35% მიიღო.

ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულია “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმათა 55.22%-ით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმათა 44,78% მიიღო. 

მარტვილში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04%-ით გაიმარჯვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა. 

ოზურგეთში კი , ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი ხმათა 49,89% დააგროვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge