png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - კალაძე

  • პოლიტიკა
  • 08.11.2017
  • 17:00
 დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას, რასაც სათავეში ჩაუდგება კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი ალექსანდრე გრიგალავას ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ალექსანდრე გრიგალავას მეორე ტურში წარმატებები უსურვა და მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს ძლიერი, მნიშვნელოვანია ძლიერი რეგიონები და სოფლები, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ არჩეული იყოს ადამიანი, ვინც თავის გუნდთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, თავის მუნიციპალიტეტს ღირსეულად მოემსახურება.

შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მთავარი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და ყველა რეფორმა თუ პროექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, უკავშირდებოდა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას.

„შეიძლება რაღაცეები დროში გაიწელა, რაღაცეები მიმდინარეობის პროცესშია, თუმცა ჩვენ არასდროს, მთელი ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი მოსახლეობისთვის, არავინ დაჩაგრულა, არავისთვის წარგვირთმევია. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ღამის საათებში ნოტარიუსები იბარებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ საკუთარ ქონებას, ბიზნესს. საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად, არჩევნების გზით, ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გენერალურმა მდივანმა დღეს არსებულ საარჩვენო გარემოზეც ისაუბრა და პროცესები დადებითად შეაფასა. 

„ნამდვილად მსიამოვნებს არსებული საარჩევნო გარემო. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, კარგად დავინახავთ თუ რამხელა სხვაობაა 2012 წლადე და 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. მეამაყება, რომ დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საარჩვენო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge