png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია - დიმიტრი ხუნდაძე

  • კომენტარები
  • 08.11.2017
  • 12:31
ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია - დიმიტრი ხუნდაძე

ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის რეფორმა მისაღები იქნება თუ შესაბამისი თანხები იქნება გამოყოფილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეფორმას ფინანსური დასაბუთება თან არ სდევს.

,,ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა განვიხილოთ. უკიდეგანოდ ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნარკოპოლიტიკა ეხება არა მხოლოდ ნარკომოხმარებლებს, არამედ ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს. ასევე აუცილებელია შესაბამისი ფინანსები იყოს რეფორმის განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ უარესი შედეგი. პოლიტიკური ნება არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. ნარკომომხმარებელი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, მაგრამ ეს უნდა იყოს სისტემურად განხილული, უნდა იყოს შესაბამისი ალტერნატიული სერვისები. ალტერნატიული სერვისები არის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ სერვისებს სჭირდება შესაბამისი თანხები. ეს რეფორმა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანხები იქნება გამოყოფილი. უფულოდ განხორციელებული ამ ტიპის დეკრიმინალიზაცია საფრთხეა",- განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge