png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როგორ უმკლავდება TV პირველის წამყვანი წონის პრობლემას და რა რჩევებს აძლევს ის ქალბატონებს

  • ინტერვიუები
  • 27.10.2017
  • 15:54
როგორ უმკლავდება TV პირველის წამყვანი წონის პრობლემას და რა რჩევებს აძლევს ის ქალბატონებს

,,არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, ვიდრე მთელი დღე, დილის 8 საათიდან შუაღამემდე ცდილობდე, ლამაზი იყო’’, - ამბობდა მერლინ მონრო. მართალია, ,,TV პირველის’’ წამყვანი მთელი დღე სილამაზეზე ფიქრში არ ატარებს, მაგრამ მისმა სილამაზემ და გარეგნობამ მაყურებელი მალევე მოხიბლა. მძიმე დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ეთუნა ინწკირველი ფორმაში ყოფნას ყოველთვის ახერხებს.

როგორ უვლის თავს, რას შეიცვლიდა ის საკუთრ გარეგნობაში, როგორ უმკლავდება ზედმეტ წონას, ამ და ბევრ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, ,,პრაიმნიუსჯორჯიას’’ ,,TV პირველის’’ ახალი ამბების წამყვანი ეთუნა ინწკირველი ესაუბრება:

ეთუნა, თავის მოვლის რა საშუალებებს მიმართავ?

განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. თავს ძირითადად სახლის პირობებში ვუვლი და მხოლოდ კოსმეტოლოგთან ვიზიტით შემოვიფარგლები. ვიკეთებ სხვადასხვა სახის ნიღბებს და ა,შ. პლასტიკური ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული.

პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ხართ?

წინააღმდეგი არ ვარ. თუ ადამიანს რაიმე არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში და აქვს საშუალება, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს, რატომაც არა. თუმცა, მე არასდროს მიმიმართავს მსგავსი პროცედურებისთვის.

ზოგადად რას შეიცვლიდით საკუთარ გარეგნობაში?

არის პატარა დეტალები, რაც არ მომწონს, რასაც შევიცვლიდი. ზოგადად ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებებს ვერ და არ ვრისკავ. ზოგადად მომწონს ბუნებრიობა და ბუნებრივი ქალები. ასაკის მატებასთან ერთად გამიჩნდება ნაოჭებიც და ვფიქრობ, რომ ქალმა ნაოჭიც უნდა მოიხდინოს.

სპორტული ცხოვრების მოყვარული ხართ?

რა თქმა უნდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ზაფხულში მაინც ვახერხებდი ვარჯიშს და საკმაოდ კარგი პერიოდი მქონდა.

დილით ძალიან ადრე ვდგებოდი და დავრბოდი, შემდეგ სამსახურში მივდიოდი.

ბევრ ქალბატონს და არამარტო, აწუხებს წონის პრობლემა. თქვენ?

წონას ყოველთვის ვაკონტროლებ. სიმართლე გითხრათ, მიწევს დიეტებთან ,,ჭიდაობა“, რადგან საკმაოდ გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი კერძები.

ახლა ცოტა მომატებული ვარ და რამდენიმე კილოგრამს ვებრძვი, თუმცა არა დიეტით.

როგორ ებრძვით?

ვცდილობ დავაბალანსო კვების რეჟიმი.

ეკრანზე ყოველთვის კარგად გამოიყურებით, რაც მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ვინ ზრუნავს თქვენს ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, მაკიაჟზე და ა.შ. 

ძირითადად მე ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. ჩემი გემოვნებით ვიცვამ, მაკიაჟს მე ვიკეთებ და შეძლებისდაგვარად ვარცხნილობასაც, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი.

მაკიაჟის კეთება ვინ გასწავლათ?

ჩემით ვისწავლე. სტუდენტობიდან მოყოლებული მაკიაჟს ვიკეთებ, დროთა განმავლობაში ხელი გამივარჯიშდა და ნელ-ნელა დავიხვეწე. სატელევიზიო მაკიაჟიც ჩემია, უბრალოდ ის განსხვავდება ყოველდღიურისაგან. შაბათ-კვირას ვცდილობ რომ სახის კანი დავასვენო და მაკიაჟი აღარ გავიკეთო.

სალონებს ხშირად სტუმრობთ? 

ხშირად არა, რადგან სწორი, თხელი თმა მაქვს და არ ვიღებავ.

დაბოლოს, რას ეტყვით, რას ურჩევთ ქალბატონებს?

ქალბატონებს ვურჩევ, რაც სიამოვნებას ანიჭებთ, ის აკეთონ. ვთვლი, რომ საქმიდან, ადამიანებისგან, გარეგნობიდან, სამოსიდან და თუნდაც კერძიდან სიამოვნება უნდა მიიღონ. კარგი განწყობა ქალს აბედნიერებს და ალამაზებს. ბევრი ღიმილიანი ქალი მინდა ვიხილო და ცხოვრობდეს საქართველოში.

გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge