png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

Guardian-ის თვალით დანახული საქართველო

  • საზოგადოება
  • 13.10.2017
  • 13:37
Guardian-ის თვალით დანახული საქართველო

პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას და ფოტო კოლაჟს აქვეყნებს.

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვაწოდა. ცნობილმა ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპელმა საქართველოში უახლესი ოთხძრავიანი "დრონით" იმოგზაურა და ტურისტული ადგილები, მთები, დაბლობები და ქალაქები გადაიღო.

" საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის."-წერს გარდიანის ჟურნალისტი. სტატიაში "დრონით" გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს. ფოტოკოლაჟში შესულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომელსაც მწყემსები საღამოს ბანაკებში ერეკებიან, რომ მგლისგან დაიცვან, ასევე ომალოს მახლობლად ბაკიდან დილით გარეთ გაშვებული ცხვრები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან. ფოტოებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა, დილის ავდარს წამიერად არღვევს ღრუბლებში შემოღწეული მზის სხივი. დრონით გადაღებულ ფოტოებს შორის მოხვდა ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე თუშეთის უღელტეხილი. სტატიის ავტორის თქმით ეს ადგილი უფასო მოგზაურთა შორის უფასო Wi-Fi ინტერნეტით, პოპულარულია, ავტორი სტატიაში კახეთიდან თუშეთში მიმავალ სახიფათო გზაზეც აკეთებს აქცენტს. მთის შემდეგ Guardian-ის სტატიაში საქართველოს დაბლობებია აღწერილი.

" საქართველოში დააახლოებით 2 500 მდინარეა, ხოლო დაბლობი ვენახებითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებითაა მოფენილი. კაცხის სვეტი არის მხცოვანი ქართველი ბერის თავშესაფარი, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა „უფრო ახლოს იყოს ღმერთთან“. საკვებს ბერს მოხალისეები ქვევით მდებარე მონასტრიდან აწვდიან." -წერს ჟურნალისტი.

ულამაზეს ფოტოკოლაჟში ეროვნული პარკები, უღელტეხილები, ციხე-კოშკები, ნისლში დაბურული ხეობები, ჩანჩქერები,ციხისჯვართან ახლოს, სამცხე-ჯავახეთში, ბარალეთის ტაძრის გუმბათზე მოკალათებული ყანჩა, ბათუმი, თბილისი და ადგილებია აღბეჭდილი.

 

https://www.theguardian.com/travel/2017/oct/11/one-last-time-over-georgia-by-drone#img-2

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge