png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ ვიდრე 2009 წელს - ევროპის ფონდი

  • პოლიტიკა
  • 09.10.2017
  • 17:55
 საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ ვიდრე 2009 წელს - ევროპის ფონდი

2017 წლის 10 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“.

პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო "თბილისი მარიოტის" წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი). ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.

ანგარიშს წარმოადგენს და აუდიტორიის შეკითხვებზე პასუხს გასცემს ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქალბატონი ქეთევან ვაშაკიძე. კვლევის შედეგებზე კომენტარებს გააკეთებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი კარლო ნატალე, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ქალბატონი მარტინა ქუიქი და ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ბატონი იოჰანეს დოუმა. 2017 წლის გამოკითხვის ზოგიერთი მიგნებაა:  საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში და რომ ესაა დემოკრატიული გაერთიანება, რომელიც მის არაწევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. 

საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ ვიდრე 2009 წელს იცოდნენ. თუმცა, საყურადღებოა, რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული კონკრეტული პროექტები. 

როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცოდნის დონე ძალიან განსხვავებულია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. ამ კუთხით, განსაკუთრებით თვალში საცემია განსხვავებები თბილისის მოსახლეობასა და თბილისს გარეთ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის. 

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ იღებს. კერძოდ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას. 

მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, სწორედ ევროკავშირს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და რუსეთზე უკეთ დაეხმაროს საქართველოს. თუმცა, ამ მოსაზრებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არ იზიარებს.  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რომელსაც მას ევროკავშირი უწევს. თუმცა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ძირითად მიმღებად მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიიჩნევს და არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს დახმარება ყოველთვის მიზნობრივად იხარჯება. 

2015 წელს 62%-მდე შემცირებული ევროინტეგრაციის პირდაპირ მხარდამჭერთა წილი კვლავ 71%-ამდე გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირისადმი დამოკიდებულება საქართველოში უაღრესად დადებითია, ხოლო ევროინტეგრაციის მხარდაჭერა - უაღრესად ძლიერი.

ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება ყველაზე ხშირად (59%) სახელდება იმ ფაქტორად, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულად უშლის ხელს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი; რასაც სიხშირით მოსდევს ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საკმაოდ ინფორმირებულია, მოსახლეობის მხოლოდ 16%-ია დარწმუნებული, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობას უახლოესი 12 თვის განმავლობაში შეძლებს. 

2009 წლის შემდეგ თითქმის უცვლელი რჩება როგორც ქართულენოვანი, ისე უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის წილი, ვინც მთავრობას აღიქვამს როგორც „მშობელს“ და არა როგორც ხალხის მიერ დაქირავებულს. კვლევა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge