png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 07.10.2017
  • 10:29
გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

„ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში გურჯაანის პირველი ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ოჯახური, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნის მიერ წარმოებული ღვინო.

ფესტივალი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა. მისი თქმით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

ღონისძიების სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს გიორგი სამანიშვილმა მიმართა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის დაფუძნება მიულოცა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ გურჯაანიც შემოუერთდა ღვინის კვირეულს. უკვე მეოთხე წელია ვატარებთ საქართველოს მასშტაბით ქართული ღვინის კვირეულს. თავდაპირველად ჩავატარეთ ქართული ღვინის დღე, რომელმაც შემდგომში კვირეულის სახე მიიღო, რადგან მოსახლეობას, მევენახეებს, ღვინის დამფასებლებს აერთიანებს სურვილი, რომ რთველის დასასრული, ეს შესანიშნავი პერიოდი ყველამ ერთად იზეიმოს" - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კულტურის ისტორიის პავილიონები, საშემოდგომო ნობათი, დამზადდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები, სახალისო ვიქტორინაში გათამაშდა ღვინოები, გაიხსნა ქვევრი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდებმა.

ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით გაიმართა.

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალი „თელავინო" დღეს თელავში გაიმართება.

ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე" კვირეულის სახეს მიიღებდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge