png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

N15 დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 12.09.2017
  • 13:00
 N15 დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა. დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი ლეილა აფციაური, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, Hilfswerk Austria International-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ნიკოლ მარია ბაუერი ესწრებოდნენ.

სახელოსნოებში მსჯავრდებულები ახალ პროფესიას დაეუფლებიან, შეისწავლიან მინანქრისა და კერამიკის დამუშავებას. დაწესებულებაში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ საზოგადოებაში სწრაფ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

კერამიკის შემსწავლელ კურსებში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც ჩაერთვებიან, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

მინანქრის სახელოსნო, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International” და მისი ქართულ პარტნიორ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ ხელშეწყობით შეიქმნა. კერამიკის სახელოსნოს მოწყობასა და მსჯავრდებულებისთვის კერამიკის შემსწავლელი კურსების ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვისა“ და სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ უზრუნველყოფს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოების გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.  N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ახალი დასაქმების კერა გაჩნდა.  პენიტენციური დაწესებულებების დატოვების შემდეგ, მსჯავრდებულებს ექნებათ კონკრეტული პროფესია, რაც, საბოლოოდ,  მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.   

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელის გერჰარდ შაუმბერგერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მიმართულია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისაკენ და მათი საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაციისაკენ.

,,ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტია, რომელშიც პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები იყვნენ ჩართულნი და ახლა უკვე ამ გამოცდილების დანერგვა დაწესებულებებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, მსჯავრდებულები, რომლებიც აქ მინანქარზე მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ, დაწესებულების დატოვების შემდეგაც ამ გამოცდილებას თავიანთი ცხოვრების პოზიტიურად განვითარებისთვის გამოყენებენ," - აღნიშნა შაუმბერგერმა.

პენიტენციურ დაწესებულებებში კერამიკისა და მინანქრის შემსწავლელი კურსის გავლას 200-მდე მსჯავრდებული შეძლებს. პროექტი ორწელიწადნახევარი გრძელდება და ის ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge