png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ერთი თვის ანგარიში შეაჯამა

  • საზოგადოება
  • 18.07.2017
  • 18:39
თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ერთი თვის ანგარიში შეაჯამა

დავით  ნარმანიამ  26  მაისის მოედანზე  სამუშაო შტაბში გამართულ შეხვედრაზე  შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების  ერთი თვის ანგარიში შეაჯამა. შეხვედრაზე თბილისის მერმა  შესაბამისი კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

რეაბილიტაციის პირველი თვის განმავლობაში სამუშაოები დამკვეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით და ვადების ზუსტი დაცვით  ჩატარდა.

„შევაჯამეთ პირველი ერთი თვე, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულდა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან  დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის პირველი ფენის დასაგებად, რომლის  შემდეგაც გადავდივართ მარცხენა მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და სამი-ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო გამოცვლილი,  სრულად აღდგენილია. ეს კი ერთგვარი   გარანტიაა იმის,  რომ გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მყარად. მოსახლეობა გაგებით ეკიდება 24 საათის განმავლობაში მიმდინარე  სამუშაოებს, რისთვისაც მათ და მძღოლებს, რომლებიც ერიდებიან ამ მიმართულებით გადაადგილებას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, პეკინის ქუჩის სხვადასხვა სარეაბილიტაციო უბანზე მოეწყო  ახალი სანიაღვრე სისტემა და  რეაბილიტაცია ჩაუტარდა GWP-ს მაგისტრალურ მილსადენებს. ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე შეცვლილი  და აშენებულია  35 ცალი ახალი წყალმიმღები ჭა და შესაბამისი დაერთებები ცენტრალურ კოლექტორთან. ცენტრალურ კოლექტორზე შეიცვალა 5 სათვალთვალო ჭა.   ამასთან,  სარეაბილიტაციო ტერიტორიის 90%-ზე  დასრულებულია ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო.  საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან  3  მილიონი  ლარი გამოიყო.  მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის რეაბილიტაციას  საკუთარი ხარჯებით თავად კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ქუჩის  რეაბილიტაცია  სექტემბერში დასრულდეს. რეაბილიტაციის პროცესის  ოპერატიული მართვა   26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge