png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება - ადა მარშანია

  • კომენტარები
  • 12.07.2017
  • 18:36
რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება - ადა მარშანია

ვიმედოვნებთ, რომ პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან საუბარი აუცილებელია.

„აუცილებლად უნდა ვისაუბროთ როგორც აფხაზებთან, ასევე, ოსებთან და ისიც დავაფიქსირეთ აბსოლუტურად გულახდილად, რომ ვიმედოვნებთ, რომ პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარტიის წევრის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, რომელიც დუმაში შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა, რუსი დეპუტატები, კერძოდ, ვლადიმერ პუტინის „ედინაია რასიას“ და „კომუნისტური“ პარტიის წევრები მონდომებული არიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები მოგვარდეს.

„საუბარი იყო გაყინულ კონფლიქტებზე. ყველა მონდომებულია, ყოველ შემთხვევაში, დუმაში მონდომებული არიან ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრას ეს საკითხები, სოხუმის, ცხინვალის საკითხები და მოხდეს ურთიერთობა“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge