png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი მალტის შს მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 07.07.2017
  • 13:49
გიორგი მღებრიშვილი მალტის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, დოქტორ მიქაელ ფარუჯიას შეხვდა.

მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა. დოქტორ მიქაელ ფარუჯიას თქმით, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი სავიზო რეჟიმი სწორედ მალტის პრეზიდენტობის დროს მიიღეს.

საქართველოს შს მინისტრმა მალტელ კოლეგას უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში, შესაბამის უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება შესთავაზა. მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს გერმანიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების შს სამინისტროებთან ერთად.

დოქტორ მიქაელ ფარუჯიამ საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვალეტაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge