ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს
- პოლიტიკა
- 07.07.2017
- 13:24
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ენმ"- მ რუსთაველის გამზირზე საარჩევნო შტაბი ოფიციალურიად გახსნა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო შტაბის კარი ღიაა ყველასთვის 24 საათის განმავლობაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და საკუთარი მოსაზრებებისა და პრობლემების გაცნობა.