png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კალაძე სუს-ის მეთოდებით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 06.07.2017
  • 12:37
კალაძე სუს-ის მეთოდებით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას - ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ხატია დეკანოიძის განცხადებით, ,,კახი კალაძე სუს-ის მეთოდებით - შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რაც არ გაუვა“.

მისი განმარტებით, საქმე ეხება, 5 ივნისს, ენმ-ის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

„გუშინ, სუს-მა ენმ-ის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა. ადგილზე მისულ კანდიდატსა და ჩვენ თანაგუნდელებს მათ განუმარტეს, რომ ჩხრეკის საფუძველი ვინმე ინალიშვილის ჩვენება იყო, რომელიც კოკაიას ისეთს სამსახურეობრივ მაქინაციაში ადანაშაულებდა, რომელთანაც შეხება არ ჰქონია.

ამ საქმესთან დაკავშირებით, გუშინ ღამე  ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ - ინალიშვილის ადვოკატი და ნათესავები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. უფრო მეტიც, ინალიშვილზე სუსის მხრიდან  ზეწოლა ხორციელდება, რათა მან კოკაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. საქმე ეხება  სასამართლო განჩინებაში არსებულ უზუსტო გარემოებებს. არსებული მტკიცებულებები მათ არ ჰყოფნით, რომ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლით მივიდნენ კოკაიასთან და ამიტომ ზეწოლას ახორციელებენ ინალიშვილზე ყალბი ჩვენების მოსაპოვებლად. 

ესაა შანტაჟი და ზეწოლა ენმ-ის კანდიდატზე. ესაა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი სუს-ის მეშვეობით ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ჩვენ კანდიდატებსა და აქტივისტებზე   ზეწოლა მოახდინოს.

მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, მსგავსი ზეწოლა და შანტაჟი არ გაგივათ“, - აცხადებს დეკანოიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge