png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მთავრობას და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  • პოლიტიკა
  • 04.07.2017
  • 11:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მთავრობას და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მთავრობას და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

,,გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვლის განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge