png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ, შემზარავია ჩემთვის ეს სიბინძურე ეკლესიაში! - ნანი ბრეგვაძე

  • კომენტარები
  • 26.06.2017
  • 18:19
იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ, შემზარავია ჩემთვის ეს სიბინძურე ეკლესიაში! - ნანი ბრეგვაძე

უკვე იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ, ამის შესახებ ქართული ესტრადის ვარსკვლავმა ნანი ბრეგვაძემ "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ნანი ბრეგვაძის 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, კონცერტების განწყობა აღარ აქვს და ყველა მათგანი გააუქმა...

"რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება, ეს ენით აუწერელი რამეა, არც ვიცი რა უნდა ვთქვა. უკვე იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ... ეს წარმოუდგენელი საშინელებაა! შემზარავია ჩემთვის ეს სიბინძურე ეკლესიაში!

ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ის, რაც თბილისში ხდება! ასე მგონია, რომ ეს ქალაქი არავის უყვარს. ანგრევენ და საშინელი შენობები შენდება! ვის რად უნდა ამხელა სახლები?! უცხოელებს რომ ვაჩვენოთ, ერთი ძველი თბილისი დაგვრჩა, თუმცა, როგორც ვიცი, სოლოლაკიც ინგრევა... ან რას ვსუნთქავთ, არ ვიცი.

არადა, ჩემი ქალაქის გარეშე გაძლება არ შემიძლია!", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ნანი ბრეგვაძემ.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge