png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის რიგგარეშე პროცესს - რომან გოცირიძე

  • პოლიტიკა
  • 21.06.2017
  • 16:02
 ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის რიგგარეშე პროცესს - რომან გოცირიძე

ასეთ ვითარებაში, ჩვენ არ მივიღებთ დღევანდელ საგანგებო განხილვაში მონაწილეობას და ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის ამ რიგგარეშე პროცესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი კონსტიტუციური ცვლილებების რიგგარეშე სხდომებზე განხილვა, როცა ცვლილებების დიდი ნაწილი რვა წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

„პარლამენტში იწყება კონსტიტუციის განხილვა. დღეს არის საგანგებო სხდომა, სადაც განიხილება კონსტიტუციის პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი რვა წლის შემდეგ შევა მოქმედებაში. ჩვენ არ გვესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი ფორსირებულად რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომელიც ასევე გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა ბოლომდე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და ის დავტოვეთ. შემოვიდა ერთი დოკუმენტი და ზეპირი განცხადებით გვეუბნებიან მეორეს. ამ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა რვა წლის შემდეგ და გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ზეპირი მონათხრობით კი გვეუბნებიან, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება კვლავ შერეული სისტემით, სადაც დარჩება არჩევნების მაჟორიტარული წესი. ჩვენ არ ვიცით, რას ვიხილავთ.

ერთადერთი გვითხრეს ის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა იქნება გაუქმებული ანუ მთელი საკონსტიტუციო პროცესი მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხისთვის ჩამოერთვათ. ეს არის დემოკრატიული პროცესიდან უკან დახევა. ხელისუფლება ცდილობს, კონსტიტუციის საკუთარი მიზნებისთვის მორგებას", - აღნიშნა გოცირიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge