png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

  • პოლიტიკა
  • 16.06.2017
  • 14:09
ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის 111-ე პლენარულ სესიას დაესწრება და სესიის მონაწილეებს  სიტყვით მიმართავს.

ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრები უკვე გამართა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები წარუდგინა.

„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიღებას ფართო, ეროვნული კონსენსუსი სჭირდება, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და არუნდა იყოს ერთპარტიული დოკუმენტი. რადიკალური და მკაცრი პოზიცია გვაქვს გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსთან დაკავშირებითაც და იმედია, კომისია გაითვალისწინებს ჩვენი მოსაზრებების კონტექსტს და საარჩევნო სისტემას შესაბამისად გაუწევს რეკომენდაციას. ჩვენი კონტექსტია - ხალხს არ უნდა მივცეთ ის სიგნალი, რომ გამარჯვება ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას," - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია პრეზიდენტისა და დარგის ექსპერტების მოსაზრებებს და შიდაკონტექსტს  გაითვალისწინებს.

„იმედი გვაქვს, რომ კომისია  მოუწოდებს ქართულ მხარეს, საქართველოს წინაშე მდგარი  გამოწვევებიდან გამომდინარე,  უსაფრთხოებისა  და თავდაცვის სისტემაექსპერტებთან ერთად შეიმუშაოს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის  საკითხთანდაკავშირებითაც და განაცხადა, რომ  როცა მმართველი ძალა რადიკალურად არ ითვალისწინებს ხალხის ნებას,  ამას სჭირდება შესაბამისი არგუმენტაციაც.

„თუ ჩვენ ვარჩევთ პრეზიდენტს,  როგორც ნეიტრალურ არბიტრს, მაშინ ის სისტემა,  რომლითაც ავირჩევთ პრეზიდენტს უნდა ემსახურებოდეს ამ ამოცანას, რომ მართლაც არიყოს ერთი პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, არამედ იყოს ნეიტრალური", - აღნიშნავს ანა დოლიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge