png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი აბაშიშვილი ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას'' პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

  • პოლიტიკა
  • 16.06.2017
  • 14:07
გიორგი აბაშიშვილი ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას'' პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს პრეზიდენტის სარეზერვოფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" საანგარიშო შეხვედრას დაესწროდა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის მიზანი, რომელსაც საქართველოსსაბიბლიოთეკო ასოციაცია უკვე მესამე წელია ახორციელებს  სოფლის ბიბლიოთეკების განახლება, საზოგადოებისინფორმაციაზე და სახელმწიფო ონლაინსერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ციფრული უნარ-ჩვევებისგანვითარებაა.

როგორც შეხვედრაზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში განახლდა, კომპიუტერული ტექნიკითადა ინტერნეტით აღიჭურვა 151 სოფლის ბიბლიოთეკა, სპეციალიზებული ტრენინგების საშუალებით გადამზადდა 12 500-ე მეტი ბიბლიოთეკარი, რომლებიც აცნობენ სოფლის მოსახლეობას მათ ხელთ არსებულ საბიბლიოთეკომომსახურებას, ეხმარებიან მათ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და სახელმწიფო  ონლაინსერვისებით სარგებლობაში. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 55 პროცენტით გაიზარდა ყოველთვიური ვიზიტებისრაოდენობა ბიბლიოთეკებში და პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული მომსახურება მიიღო 13 ათასამდემომხმარებელმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებშიგანახლებული ბიბლიოთეკებით სარგებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელიცსაჭირო სერვისის მისაღებად კვეთს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს.

გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის მხრიდან  სოფლის ბიბლიოთეკებისგანვითარებისათვის პროექტის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და თავის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებსპროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა.

პროექტში ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც საბიბლიოთეკოასოციაციასთან ერთად იყენებს საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკების ქსელს, რათა სოფლის მოსახლეობა ეზიაროსთანამედროვე შესაძლებლობებს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო ბიბლიოთეკის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო ასოციაციისთავმჯდომარე რუსუდან ასათიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების  „აირექსის" Beyond Access წარმომადგენლები დაბიბლიოთეკარები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge