png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

  • საზოგადოება
  • 30.05.2017
  • 14:22
სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ, რომელმაც თავი გუშინ მოიკლა, თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა.

დღეს ოჯახმა ეს წერილი გაასაჯაროვა. დღესვე ართლემიძის ოჯახმა და ადვოკატმა განცხადება გააკეთეს.

ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის მიმართ დისკრიმინაცია წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. სასტუმროს მეპატრონეები ამას, მათი ქონებით დაინტერესებას უკავშირებს, თუმცა კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ.

ზაზა ართლემაძის მამა ხასან ართმელაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმრო 2015 წელს მიზანმომართულად დაწვეს, თუმცა ვინ, ამის შესახებ არ საუბრობს. ოჯახი როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სამოქალაქო დავაზე ბრძოლას გააგრძელებს. ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დავა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება, კერ არ დასრულებულა. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, სასტუმროს მეპატრონეებს პროკრედიტ ბანკი ოჯახს 300 ათასზე დოლარზე მეტს ედავება. ოჯახს სასტუმრო ბანკში ჰქონდა ჩადებული, ხანძრის შემდეგ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კი, სასამართლომ ქონება პროკრედიტ ბანკს მიაკუთვნა. 

რაც შეეხება ზაზა ართმელაძის წერილს, ის გუშინ საღამოს ბიბლიაში იპოვეს: „იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას. ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება! იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს.“-ნათქვამია ართმელაძის წერილში.

ის ხანძრის შემდეგ ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც წერს. „ ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, -ნათქვამია წერილში.

ქობულეთში სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თავი გუშინ მოიკლა. ადგილობრივების თქმით, ცხედარი დამწვარი სასტუმროს შენობაში ნახეს. შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

2015 წელს სასტუმროში ხანძარს ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი,  3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მეპატრონე დააკავეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge