png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უჩა ნანუაშვილი სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 29.05.2017
  • 18:24
 უჩა ნანუაშვილი სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტს ემანუელ იაკობს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გაბიანი.

მხარეებმა სამხედრო სამსახურში ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ასოციაციების საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხედრო მოსამსახურეთა ასოციაციებსა და პროფესიულ კავშირებში გაერთიანების უფლებაზე.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველი და სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

* * *

სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაცია ხელს უწყობს კონცეფციის – „მოქალაქე უნიფორმაში“ განვითარებას, რაც გულისხმობს სამხედრო პირებზე რიგითი მოქალაქეების მსგავს უფლება–მოვალეობების გავრცელებას, მათ შორის, თანაბარ მოპყრობას, პროფესიული კავშირების, დამოუკიდებელი ასოციაციების ჩამოყალიბებისა და რეგულარულ სოციალურ დიალოგში, ევროგაერთიანების სოციალურ და შრომით კანონმდებლობაში ჩართვის უფლებას.

სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაცია 34 სამხედრო ასოციაციასა და პროფესიულ კავშირს აერთიანებს და მასში 22 ქვეყანაა გაწევრიანებული. იგი მთავარი ევროპული ფორუმია, პროფესიული სამხედრო ასოციაციების თანამშრომლობისათვის.

ბრუსელში მდებარე საერთაშორისო სამდივნო, ფასილიტაციას უწევს ორგანიზაციის წევრ ასოციაციებს შორის ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლას.

სახალხო დამცველის აპარატი 2 წელია აქტიურად არის ჩართული სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვით საქმიანობაში, იზიარებს კონცეფციას „მოქალაქე უნიფორმაში“ და  წლიურ ანგარიშებში ასახავს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, როგორც სოციალური, ასევე სხვა კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge