ახალციხეში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 29.05.2017
- 16:51
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალთბილაში გაჩენილ ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ხანძრის შედეგად მამა–შვილი, 82 წლის მამა და მისი 58 წლის ქალიშვილი გარდაიცვალნენ. ისინი სახლში მარტო ცხოვრობდნენ.
ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.