png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საპატრიარქოს იურისტი შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ახმაურებს და მის დავალებებს ასრულებს - მეუფე პეტრე

  • საზოგადოება
  • 29.05.2017
  • 16:39
საპატრიარქოს იურისტი შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ახმაურებს და მის დავალებებს ასრულებს - მეუფე პეტრე

„ეს ფაქტი არის მამხილებელი იმ სიტყვების ჭეშმარიტებისა, რომელზეც მე დამბრალდა ეკლესიის დისკრედიტაცია, როდესაც ვთქვი რომ არაფორმალური, ჩრდილოვანი მმართველობაა ეკლესიაში“ - ეს განცხადება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა. 

მეუფე პეტრე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს და ედიშერ ქარჩავას პოზიციის მიღმა, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კვალზე მიანიშნებს.

„როდესაც მსგავსი ადამიანები ეკლესიის სახელით ცილისწამებასა და უპასუხისმგებლო ბრალდებებზე მიდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაა და ნამდვილად არაფორმალური მმართველობაა. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ახმაურებს საქართველოს ეკლესიის არაფორმალური მმართველი ქალბატონის სიტყვებს და მის დავალებებს ასრულებს“ - ამბობს მეუფე პეტრე „მოამბესთან“ საუბრისას.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში „დაჯგუფებას ხელმძღვანელობს“. 

„იმ გარემოცვამ, რომელმაც 84 წლის კაცს მძიმე ოპერაციის წინ უთხრა, თითქოს მღვდელი მიდიოდა მის მოსაწამლად და შენი დაცვის უფროსი, შენი სიძე ასევე იყო ამ საქმეში ჩართულიო, ეს ადამიანები და ეს დაჯგუფება, რომელთა მეთაურიც არსებული ქალბატონია, ყველაფერზეა წამსვლელი“, - აცხადებს ის.  

შეკითხვაზე - იცოდა თუ არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იმის შესახებ, რა ბრალდებების გახმაურებას აპირებდა ედიშერ ქარჩავა, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მისი აზრით, პატრიარქი ამ შემთხვევაშიც არ იყო საქმის კურსში.

„კიდევ მინდა, იმ ვერსიას დავეთანხმო, რომ პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია და ამას ამ კონტექსტით არავითარ შემთხვევაში არ მიაწვდიან. თუ, ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია და, ამ ყველაფრის საქმის კურსშია პატრიარქი, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია“, - ამბობს მეუფე პეტრე.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი „მოამბესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს იმასაც, რომ ე.წ. ციანიდს საქმის შემდეგ „ქართული ეკლესიის მტრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“ და მისთვის ასეთი ბრალდებები მოსალოდნელი იყო. ამავდროულად, მეუფე პეტრე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, კიდევ მეტად დარწმუნდა დიდი საეკლესიო კრების გარდაუვლობასა და აუცილებლობაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge