png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასულიერო აკადემიაში მოკალათებულია ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს როგორც სულიერ მამა - საპატრიარქოს იურისტი

  • საზოგადოება
  • 29.05.2017
  • 14:09
სასულიერო აკადემიაში მოკალათებულია ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს როგორც სულიერ მამა - საპატრიარქოს იურისტი

თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებულია ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს როგორც სულიერ მამას, ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ, - აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ,,საზოგადოებრივთან“.

"მეუფე პეტრე მუდამ იძახის, რომ სიმართლისთვის მებრძოლია, მაგრამ ეს ასე არ იქნება, თუ არ გამოვა და არ იტყვის, რას და როგორ გეგმავდა. მან უნდა თქვას, რომ ჩართული იყო იდეურად, სულიერად და შესაძლო მხარდაჭერითაც კათოლიკოს პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების საკითხში. მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი იმ ჯგუფის, ვინც გეგმავდა კათოლიკოს-პატრიარქის მოშორებას ყველანაირი ხერხით, სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო მეუფე პეტრე“, - განაცხადა ქარჩავამ.

მისი თქმით, გამოვიდეს მეუფე პეტრე და თქვას, რომ მას სურს პატრიარქის მოშორება ტახტიდან.

„ამ საქმეში ასევე შემიძლია  დავასახელო პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც გერმანიიდან მითვლის დედაოების ენით, რომ მე ამ თემაზე არ ვისაუბრო. მინდა, იცოდეთ რომ არ ვაპირებ გაჩუმებას. ამასთანავე, მათ იდეურ მხარდამჭერებს თბილისის სასულიერო აკადემიიდან სურთ კათოლიკოს-პატრიარქის ინსტიტუტის გაუქმება, ისინი საჯაროდ გამოთქვანენ სიმპათიას მსოფლიო პატრიარქისადმი და სურთ ავტოკეფალიის გაუქმება“, - განაცხადა ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავამ ამ საქმეში არქიმანდრიტი ანდრიაც დაასახელა.

„ამ საქმეში ასევე ვასახელებ მეუფე პეტრე ცაავას მღვდელს, მის ე.წ. პრესსამსახურს, არქიმანდრიტ ანდრიას და შესაძლებელია, ამ საქმეში იყვნენ სხვა სასულიერო პირებიც ჩართულები. ახლა ასეთი ვითარებაა, ორად არის გაყოფილი - ერთ მხარეს დგას პატრიარქი და დედაეკლესია, მეორე მხარეს -მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები. მიმაჩნია, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვის ებრძვის,, რათა შემდგომში ეს ხალხი ჩამოშორდეს ეკლესიას. მათი მხარდამჭერია თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებული ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს. ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ, საუბარია გოჩა ბარნოვზე და თემურ ბუაძეზე. ადრე მათთან პატრიარქთან დაკავშირებით დაპირისპირებული ვიყავი", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge