png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ლევილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 28.05.2017
  • 16:07
 თბილისში ლევილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

საქართველოში მიმდინარე დიასპორის ფორუმის ფარგლებში 2017 წლის 28 მაისს გაიმართა თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთისთვის ლევილის სახელის მინიჭების ოფიციალური ცერემონია.

ღონისძიებას ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ.

სანაპიროსთვის ლევილის სახელის მინიჭების ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ლევილის ვიცე მერმა დანიელ ესპრენმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფიმოვამ და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ირენ ციციშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ლევილის მამულის სიმბოლურ დატვირთვას და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს, როგორც საქართველოს სახელწმიფოებრიობის, ასევე ქართული დიასპორის სიმბოლოს.

მისივე განცხადებით, პირველი რესპუბლიკის შთამომავლებმა აღასრულეს წინაპრების ნება და დღეს ლევილი როგორც ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი  დაუბრუნა ქართულ სახელწმიფოს,  მთავრობის გადაწყვეტილებით ლევილი იქცევა ქართული კულტურის და საქართველოს სიმბოლოდ არა მხოლოდ საფრანგეთში არამედ მთელს ევროპაში.

მან მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა ლევილის სახელობის სანაპიროზე აღიმართება სიმბოლური მონუმენტი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge