png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი და გერმანელი იურისტები მემორანდუმს გააფორმებენ

  • საზოგადოება
  • 22.05.2017
  • 13:46
ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი და გერმანელი იურისტები მემორანდუმს გააფორმებენ

2017 წლის 24-26 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  სტუმრად ეწვევა გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია.

 გერმანელ მეცნიერთა დელეგაცია წარმოდგენილ იქნება შემდეგი  შემადგენლობით: გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი. prოფესორი პეტერ იურგენ გრაფი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე. დოქტორ ვოლფრამ შედლერი, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი. dოქტორ მიხაელ კილხლინგი- მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი- Chairperson of the European Forum For Restorative Justice. ელიკო წიკლაური-ლამიხი, ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტი, დოქტორი პროფესორი.

გერმანელ დელეგაციას 24 მაისს უმასპინძლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართებაერთობლივი  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, სადაც მოხსენებით გამოვლენ მოწვეული სტუმრები და ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციაში მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიული  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი.

გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნების  კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის  დირექტორს  ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის  აქტუალური პრობლემების ფუნდამენტალური კვლევებისა და ნაშრომების ავტორია.

 აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში. სწორედ მისი დამსახურება,  ქართველ მეცნიერებთა, სამეცნიერო პროგრამებითა და გრანტებით, გერმანელი მეცნიერებისა და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით გერმანიის მსოფლიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში მიწვევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის არჩილ ფრანგიშვილის გადაწყვეტილებით პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის საპატიო წოდება.  25 მაისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. 26 მაისს გერმანელი სტუმრები და მათი თანმხლები პირები ასურეთში, გერმანულ სოფელს ეწვევიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge