ავლაბარში სახლის ჭერი ჩამოინგრა
- საზოგადოება
- 19.05.2017
- 10:50
თბილისში, ავლაბრის რაიონში, ისნის ქუჩაზე ავარიული სახლის ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და დაზიანების მესამე კატეგორია აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლის რეაბილიტაციაზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა შარშან გამოაცხადა.