png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სად იკრძალება სიგარეტის მოწევა და რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს კანონდამრღვევს

  • საზოგადოება
  • 18.05.2017
  • 12:35
სად იკრძალება სიგარეტის მოწევა და რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს კანონდამრღვევს

პარლამენტის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დამტკიცებულია, თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული ახალი რეგულაციები კი, საქართველოში 2018 წლიდან 2021 წლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება. 

ცვლილებების ავტორი გუგული მაღრაძე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება და განმარტავს, რომ თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული შეზღუდვები მიზნად ისახავს თავისუფალი სივრცეების შექმნას, სადაც მწეველი ადამიანების გამო, არამწეველები არ შეწუხდებიან.

სად იკრძალება თამბაქოს მოწევა:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსისა და კატერის გარდა.

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ასევე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია აქვს.

სად არის თამბაქოს მოწევა ნებადართული:

ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილას, თუ ეს საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.

თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიულ დანადგარებში.

პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში.

სამორინეში.

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში.

წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული, ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა ჰქონდეს.

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც ცალკე სავენტილაციო სისტემა უნდა ჰქონდეს, თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს. ამასთან, ერთ აეროპორტში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სპეციალური მოსაწევი ოთახი.

2020 წლის 1 იანვრამდე, დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. მოსაწევი ოთახების ნომრები სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით უნდა გამოიყოს, რომელიც სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს.

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია დაწესებულებასა და სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ამგვარი ნაწარმის რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას - 400 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია 18 წლამდე პირზე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) ინტერნეტით ან ფოსტით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge