png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ტყიბულში მინდელის შახტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები დასრულდა

  • საზოგადოება
  • 10.05.2017
  • 10:42
ტყიბულში მინდელის შახტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები დასრულდა

ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან უკვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მინდელის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეებს, მეშახტეებს, ტყიბულელებს. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა, ბოლო მომენტამდე მაინც გვქონდა იმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.  ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი. დაღუპულთა ოჯახებს გაეწევათ ყველა სახის კომპენსირება როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დღეს არ არის აქ ის სიტუაცია, რომ ვეძებოთ მტყუან–მართალი, რადგან ახლა ამ ქალაქს, ჩვენს მეშახტეებს უნდა დავუდგეთ გვერდში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს და თითოეულ მეშახტეს ეს ტრაგიკული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში დასაქმებულთა უფლებები, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონმდებლობამ უკვე კარდინალური და სერიოზული პროგრესი განიცადა. „რაც შეეხება შრომითი პირობების დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში ის  სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დაღუპულთა ოჯახებს ასევე მიუსამძიმრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. „დიდი ტრაგედია გვაქვს, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, მასში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს“, – განაცხადა ალავიძემ.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულატ ჯაყელის თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების თანადგომისთვის. „ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ, მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ კოლექტივს. ჩვენი კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ასევე მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შევხვდით, ვესაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯამბულატ ჯაყელმა.

კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია 9 მაისს მოხდა,  ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში მაშინვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი მეშახტეების სამძებრო სამუშაოები დაახლოებით დილის 08.30 საათზე დასრულდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge