უბედური შემთხვევა მაღაროში და დაღუპული 4 მაღაროელი
- საზოგადოება
- 09.05.2017
- 22:22
მინდელის მაღაროში 4 მაღაროელი, დაახლოებით, 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება არ მომხდარა და მაღაროელები სიმაღლიდან სარემონტო სამუშაოების დროს ჩაცვივდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხივე მეშახტე დაიღუპა.