png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს 1,189,722 ლარი ვალი აქვს - საია

  • საზოგადოება
  • 21.04.2017
  • 13:16
კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს 1,189,722 ლარი ვალი აქვს - საია

კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს 1,189,722 ლარი ვალი აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 9 დეკემბერს, საზოგადოებას კვლევა - „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ გააცნო.

კვლევა ეხებოდა, სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც ინტერნეიშენალ ივენთს, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის და მინისტრის მოადგილის კახი კანდელაკის კავშირს აღნიშნულ კომპანიასთან, რომლებიც 2014 წლის შემოდგომამდე აღნიშნული კომპანიის მეწილეები იყვნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბერს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა შპს ინტერნეიშენალ ივენთს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი ვალდებულებების შესრულება მოითხოვა:

  • მართვის საზღაურის გადახდა - 800,120 ლარი (2010 წლიდან დღემდე);
  • საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად განსაზღვრული ინვესტიციის ვადის გადაცილებით შესრულების პირგასამტეხლო - 10,102 ლარი;
  • საკონცერტო დარბაზის ვადაგადაცილებით გახსნის პირგასამტეხლო - 189,750 ლარი;
  • ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო - 189,750 ლარი;
  • ჩატარებული საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების ამსახველი ინფორმაცია;
  • საექსპერტო-აუდიტორიული დასკვნის წარდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეიშენალ ივენთს, ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად 2017 წლის 1 იანვარი განესაზღვრა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულები არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მნიშვნელოვნად მიაჩნია შემდეგი:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ:

  • სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება;
  • სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება;

აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი 2014 წლის შემოდგომამდე შპს ინტენრნეიშენალ ივენთსის მეწილეები იყვნენ. ხოლო, კომპანიის იურიდიულ მისამართს დღემდე მიხეილ გიორგაძის საკუთრებაში არსებული ბინა, თბილისში, გაბაშვილის ქ. #1 წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge