სოფელ არალში 82 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
- საზოგადოება
- 18.04.2017
- 15:58
უბედური შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში - სოფელ არალში 82 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს.
ადგილობირივების ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ, მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ მეუღლე მოენატრა.
როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.