png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მჭირდება ხელისუფლება, რომელიც მანამდე იპოვის გამოსავალს, სანამ ამ სურათს მივიღებთ, - გიორგი ჩენდლერი ბათუმის მოვლენებზე

  • კომენტარები
  • 12.03.2017
  • 14:34
მჭირდება ხელისუფლება, რომელიც მანამდე იპოვის გამოსავალს, სანამ ამ სურათს მივიღებთ, - გიორგი ჩენდლერი ბათუმის მოვლენებზე

ექსპერტი გიორგი ჩენდლერი ფეისბუქის გვერდზე ბათუმში მომხდართან დაკავშირებით მოსაზრებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„გუშინ ბათუმში მოქალაქეთა პროტესტს არავითარი კავშირი არ ჰქონდა არც სოციალურ მდგომარეობასთან, არც გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან ან რამე მსგავს პრობლემასთან. მით უმეტეს, ეს არ იყო  პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმის ფონზე  განაწყენებული საზოგადოების პროტესტი, ეს იყო ვანდალიზმის კლასიკური მაგალითი მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და  მრჩება შთაბეჭდილება, რომ მინიმუმ რამოდენიმე დღით ადრე დაიგეგმა, რადგან მოლოტოვის კოქტეილები და ტომრებით ქვები მოულოდნელად ვერ გაჩნდებოდა იქ.  არც ის არის პირველი შემთხვევა, როცა მიზანმიმართულად კეთდება და აჭარის მოსახლეობის გასაღიზიანებლად, რომ თითქოს მათ თათრებად მოიხსენიებენ, აჭარლების რეაქცია ამაზე კარგად მოეხსენება მავანს და გუშინაც  გამოიყენეს ეს გზა, რადგან საპროტესტო აქციას მასშტაბური სახე მიეღო.

ამ ყველაფრის მიუხედავდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ზრუნავდეს ქვეყანაში მშვიდობასა და კეთილდღეობაზე. არსებობს რიგი ღირებულებებისა, რომელთა უპატივცემულობა არ არის საპატიო და არ ითვლება უბრალო გადაცდომად, მით უმეტეს, თუ ეს არის მიზანმიმართული ქმედება დგება აუცილებლობა მკაცრი ზომების მიღების და ამ დროს მკვეთი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  და რიგი უწყებების მიერ.

დიხ, მე არ მინდოდა ნულოვანი ტოლერანტობა, მერ არ მინდოდა “შეკვეთილი გვამები“ მე არ მინდოდა მტრობა და დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, ისევე როგორც ბევრ სხვას და ამიტომაც ვუთხარით ზოგიერთს - არა, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც ზედმეტი შემწყნარებლობა მინდა იმ ადამიანების მიმართ ვინც სახელმწიფოებრივობას არაფრად აგდებს, ვისაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის მამული მტყვრად აქციოს. დიახ, არ მინდა ვხედავდე იმას, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, არ მინდა ვხედავდე დანგრეულ, გადამწვარ, გაპარტახებულ ქალაქს. მე ამ დროს მჭირდება ხელისუფლება, რომელიც მანამდე იპოვის გამოსავალს, სანამ ამ სურათს მივიღებთ და ნებისმიერი პიროვნების მიმართ, ეს იქნება საჯარო მოხელე, მხატვარი, ექიმი თუ სხვა გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რადგან არ დაზარალდეს სახელმწიფო, სამომავლოდ კი მსგავსი აზრები არ წარმოიშვას სხვათა გონებაში.

საკმარისი დრო გავიდა  წინა ხელისუფლების შეცვლიდან, დღეს კი გამოდის მთავრობის წარმომადგენლები და ნიშნისმოგებით აცხადებენ, რომ ჩვენ კი არ ვართ დამნაშავე რაც გუშინ ბათუმში მოხდა, არამედ ეს მიზანმიმართულად გაკეთდა და  ამის უკან პოლიტიკური ინტერესები არსებობსო. სირცხვილია. დღეს თუ კიდე ვინმე სხვა ახერხებს სუფრის არევას, ოდესიდან თუ ჩიკაგოდან ამას არარ აქვს მნიშვნელობა, ამ და მსგავსმა განცხადებებმა საზოგადოება შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს, ის საზოგადოება რომელმაც ნდობა გამოგიცხადათ თქვენ და სხვათაშორის არაერთხელ გაგაფრთხილათ, რომ კოჰაბიტაცია აღმოჩნდებოდა დამღუპველი.  მე ვიცი ერთი, რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი და ვალდებული დაიცვას მშვიდობა სახელმწიფოში და უზრუნველყოს რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობისაკენ.  

 საზოგადოებამ არაერთხელ შეგახსენათ, რომ კოჰაბიტაციას ექნებოდა არასასურველი დასასრული და ამ დასასრულისკენ მივდივართ თანდათან, მის შედეგებსაც დროგამოშვებით  ვიმკით. (პ.ს სხვათაშორის რაც წერა-კითხვა ვისწავლე  მას შემდეგ არც წიგნი გამიგდია ხელიდან და არც კალამი, მაგრამ ამ ტერმინს ვერ ჩავწვდი ჯერ, ალბათ საკმაო ცოდნა ჯერ ვერ დავაგროვე). ვიმედოვნებ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ ბათუმში მაინც  დასრულებულია კოჰაბიტაცია.

ისე კი მადლობაც მინდა გითხრათ, დაუნახავები ნამდვილად არ ვართ, მადლობა რომ ვერ ვნახე სისხლისღვრა, ვერ ვნახე გვამები და ვერც ცემა-ტყება. ამისთვის გულწრფელი მადლობა, თუმცა იქნებ მოვინდომოთ და არც ქვეყანა გავალახინოთ არავის, არ დავანგრევინოთ და ცეცხლს არ მივცეთ“

წყარო: https://www.facebook.com/chandlerOP/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge