png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 19.10.2016
  • 18:00
 ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს

ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს. "ქართული ოცნების" კანდიდატი ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურზე მივიდნენ და მას მხარი დაუჭირონ.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის მე-8 ოლქის ამომრჩეველს, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდნენ არჩევნებზე და შეასრულეს თავინთი მოქალაქეობრივი ვალი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამომიცხადეს. 30 ოქტომბერს მეორე ტური გვაქვს. მოგიწოდებთ ჩემს ვაზისუბნელებს, მერვე ლეგიონის, ვარკეთილის მოსახლეობას, რომელთა ნაწილი ოლქების ახლებური გადანაწილების შედეგად შემოგვიერთდა, ნუ დაიზარებთ, საბოლოო გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. კიდევ ერთხელ დამიჭირეთ მხარი და თქვენი ჩართულობით, ერთად დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დაგეგმილი გვაქვს ისნის რაიონისთვის. მე იმ გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, დააფასა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად იქცა. ამ პოლიტიკურმა ძალამ საქმით დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენეს ქვეყნის განვითარებისთვის და არა ძალადობისთვის. მერწმუნეთ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია ხელისუფლების კონტროლის საშუალებას მოგცემთ. მოხარული და ამაყი ვიქნები თუ ნდობას კვლავ გამომიცხადებს ჩემი ამომრჩეველი და შევინარჩუნებთ იმ ღია ურთიერთობას, რაც აქამდე გვქონდა. მე მჯერა მოსახლეობა მხარს კვლავს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და კეთილდღეობას. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ წარმატებას, ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა. ყველას გელოდებით არჩევნებზე",- ნათქვამია მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge